თურქეთმა აფრინში ოპერაციის დაწყებიდან 790 მებრძოლი გაანეიტრალა

საქართველო, თბილისი - 14:09 | 01.02.2018
ნანახია: 820

 

სირიაში აფრინის რაიონში თურქმა სამხედროებმა 24 საათის განმავლობაში 78 ქურთი მებრძოლი და „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტი გაანეიტრალეს.

თურქეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, აფრინში ოპერაციის დაწყებიდან თურქმა სამხედროებმა 790 ტერორისტი და ქურთი მებრძოლი გაანეიტრალეს.

გენშტაბი არ აკონკრეტებს რამდენი ადამიანი განადგურდა და რამდენის ტყვედ აყვანა მოხდა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ ღამეში ტერორისტების 18 ობიექტი განადგურდა.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით აფრინის რაიონში ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო. ანკარის მტკიცებით ის მიმართულია ქურთული გასამხედროებული ფორმირებებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე