ნიჟნი ნოვგოროდში ტერორისტი გაანეიტრალეს

საქართველო, თბილისი - 12:30 | 01.02.2018
ნანახია: 797

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი გაანეიტრალეს. ამის შესახებ ფე-ეს-ბეს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს.
ტერორისტი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე იყო. ის რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების დღეს თავდასხმას ამზადებდა. დაკავებისას მებრძოლი ძალოვანებს წინააღმდეგობას უწევდა, რის შემდეგაც მისი ლიკვიდაცია მოახდინეს.

ტერორისტს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩნდა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე