ილჰამ ალიევი ისევ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა

საქართველო, თბილისი - 12:09 | 01.02.2018
ნანახია: 770

აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“  საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაასახელა. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ალი აჰმედოვმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

არჩევნები 17 ოქტომბერს არის დაგეგმილი.


2016 წლის სექტემბერში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტს შვიდი წლის ვადით ირჩევენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე