რა აჩუქა მიშელ ობამას მელანია ტრამპმა პრეზიდენტის ინაუგურაციამდე?- ყოფილი პირველი ლედი საიდუმლოს ამხელს

საქართველო, თბილისი - 11:01 | 01.02.2018
ნანახია: 830

აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ ტელეარხ NBC-ის ეთერში  ელენ დეჯენერესის შოუში საიდუმლო გაამხილა იმის შესახებ თუ რა იდო ყუთში, რომელიც მას მელანია ტრამპმა 2017 წელს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე აჩუქა.

ტელეწამყვანის შეკითხვაზე თუ რა იდო Tiffany-ის ყუთში, მან უპასუხა, რომ „ეს იყო ლამაზი ჩარჩო“. მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ ის ძალიან დაბნეული იყო, რადგან ინაუგურაციის პროტოკოლი არ ითვალისწინებს საჩუქრების გადაცემას, როდესაც თეთრი სახლის ყოფილი ბინადრები, ახალ ბინადრებს ხვდებიან.

 „მანამდე არასდროს ყოფილა საჩუქრების გადაცემის ფაქტი. ვფიქრობდი: „როგორ მოვიქცე?“-   იხსნებს შოუში ყოფილი პირველი ლედი. მისი თქმით, სიტუაციისგან ბარაკ ობამამ იხსნა, რომელმაც მას ყუთი გამოართვა და რეზიდენციაში შეიტანა.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე