მატარებლისა და ნაგვის მანქანის შეჯახება მსხვერპლით დასრულდა

საქართველო, თბილისი - 10:36 | 01.02.2018
ნანახია: 753

 

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა ვირჯინიაში მატარებლისა და ნაგვის მანქანის შეჯახების შედეგად.

მატარებელი, რომლითაც რესპუბლიკელი კონგრესმენები ოჯახებთან მგზავრობდნენ ნაგვის მანქანას დაეჯახა.

დაიღუპა ერთი და სეირიოზულად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. თეთრი სახლის პრეს-მდივნის სარა სანდერსის თქმით, კონგრესმენებს შორის დაშავებულები არ არიან.

დაღუპული მანქანის მძღოლია, მძიმედ დაშავებული, რომელიც ასევე მანქანაში იმყოფებოდა, საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ბოლო მონაცემებით, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მატარებლის 20-მდე მგზავრმა. მათგან ოთხს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე