მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:18 | 01.02.2018
ნანახია: 814

იაპონიაში მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი კუნძულ ჰოკაიდოზე, ქალაქ საპოროში მოხდა.
ტელეარხ NHK -ის ცნობით, შემთხვევის ადგილზე 40 სახანძრო ბრიგადა იმყოფებოდა.

შენობაში 16 ადამიანი ცხოვრობდა. მაშველებმა მხოლოდ ხუთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ დაუდგენელია. დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე