დაჭრილი მე-12 კლასის მოსწავლეები კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩებიან

საქართველო, თბილისი - 10:01 | 01.02.2018
ნანახია: 893

დაჭრილი მე-12 კლასის ორი მოსწავლე კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. შემთხვევა წუხელ წითელ ბაღთან მოხდა.

 გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოში მეგობარმა მიიყვანა, მეორე კი სტაციონარში თავად მივიდა.

დაჭრილებს ქირურგიული ოპერაცია არ დასჭირდათ, თუმცა მათ ცივი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობები აღენიშნებათ. ერთ-ერთს ფილტვის, მეორეს კი გულ-მკერდის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.

გავრცელებული ცნობით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპრაკება უძღოდა. ცნობილია, რომ მე-12 კლასელებიდან ერთ-ერთი კერძო მასწავლებელთან მიდიოდა, რა დროსაც ის დაჭრეს. დაჭრილი ახალგაზრდები პარალელური კლასელები არიან.

არსებული ინფორმაციით, ორი მოზარდიდან ერთი საფეხბურთო კლუბ „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე