ანჯელინა ჯოლი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:14 | 31.01.2018
ნანახია: 1047

ჰოლივუდის მსახიობი და გაეროს უმაღლესი კომისრის საგანგებო ელჩი ლტოლვილთა საკითხებში ანჯელინა ჯოლი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა.

იენს სტოლტენბერგმა ანჯელინა ჯოლის  საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებისა და სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლისათვის მადლობა გადაუხადა. 

ნატო-ს შტაბბინაში ვიზიტისას ალიანსის წარმომადგენლებმა და  მსახიობმა სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენციის კუთხით ნატო-ს მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება.  ანჯელინა ჯოლი  იორდანიაში მის ვიზიტსა და სირიის კრიზისაც შეეხო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე