მთავარი პროკურორი მზად არის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვდეს

საქართველო, თბილისი - 16:15 | 31.01.2018
ნანახია: 799

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შეხვედრის მზარდყოფნა გამოთქვა.

მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გამჭვირვალედ ტარდება.

„მე ზოგადად, ყველასთან ვარ მზად, რომ მქონდეს შეხვედრა. ჩვენ ჩვენს საგამოძიებო დანაყოფში თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ვატარებთ გამოძიებას გამჭვირვალედ. ოჯახს და ოჯახის ადვოკატს აქვს გამოძიების მასალებთან სრული წვდომა და ისინი ინფორმირებულნი არიან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ’, - განაცხადა შოთაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე