გერმანიაში ორი ქართველი კბილის ჯაგრისების ქურდობისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:10 | 31.01.2018
ნანახია: 871

გერმანიაში ორი ქართველი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ქართველები კბილის ჯაგრისებისა და პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალებების ქურდობაში არიან ბრალდებულები.

მოპარული ნივთების რაოდენობა 574 ევროს ღირებულებისაა.

გავრცელებულ ინფორმაციაში დაკავებულის ვინაობა დასახელებული არ არის. ცნობილია მხოლოდ მათი ეროვნება და ასაკი. ერთი დაკავებული 22-ის, მეორე კი 25 წლის არის.

ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების საქმე ჰაიდელბერგში მოსამართლემ უკვე განიხილა და მისი გადაწყვეტილებით, გამოძიების პროცესში მათ წინასწარი დაკავების დაწესებულებაში მოუწევთ ყოფნა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე