მეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულები დღეს დაიკითხებიან

საქართველო, თბილისი - 13:18 | 31.01.2018
ნანახია: 937

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის თვითმხილველები და მომხდარის შედეგად დაზარალებულები დღეს, ისნის პოლიციის მე-8 განყოფილებაში დაიკითხებიან. 

ამავე საქმეზე გუშინვე, 30 იანვარს შპს “ყვარელრემმშენის“ დირექტორი და სამი თანამშრომელი დაიკითხა. 

შეგახსენებთ, 30 იანვარს, განახლებულ მეტროსადგურ "ვარკეთილის" შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. შედეგად დაშვდა 14 ადამიანი. მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს “ყვარელრემმშენიმა" ჩაატარა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე