მეტროსადგური „ვარკეთილი“ დილიდან შეუფერხებლად მუშაობს

საქართველო, თბილისი - 09:49 | 31.01.2018
ნანახია: 1233

მეტროსადგური „ვარკეთილი“ დილის ექვსი საათიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. მოხდა ჭერის იმ ნაწილის დემონტაჟიც, რომელსაც შესაძლოა, მგზავრებისთვის დამატებითი პრობლემები შეექმნა.

30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. მომხდარის გამო, შეფერხდა მეტროსადგურის მუშაობაც.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე