შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს 6 წევრი დააკავა

საქართველო, თბილისი - 14:29 | 29.01.2018
ნანახია: 883

შინაგან საქმეთა სამინისტროში შსს-ს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. 

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყება ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით  გეგმავს  საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის პაკეტიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს.

"ქურდული  სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად  ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული  საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მეტსახელად ჩიკი, ბუბა, ანბერგუმა და კიდევ სამი პირი თბილისში, დედოფლისწყაროსა და წნორში ერთდროულად დააკავეს. ჯგუფის სამმა წევრმა თურქეთში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით რამდენიმე მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა.ამავე პირებმა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან ერთად,  ქურდული გარჩევის გზით, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის გამოყენებით, მათივე ნაცნობისგან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს თანხა და მისგან ნარკოტიკული საშუალების გამოძალვას ცდილობდნენ. კიდევ ორმა წევრმა მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს“,-აცხადებენ შსს-ში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე