სოფელ რუხში მშენებლობაზე მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:41 | 29.01.2018
ნანახია: 912

ზუგდიდში, სოფელ რუხში მშენებლობაზე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმების თქმით, მას სახეზე ნაკაწრები და პირიდან სისხლდენა აღენიშნებოდა.
ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. 
შსს-ს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ძიება აქვს დაწყებული. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე