თბილისში ტრანსგენდერი ქალი სასტიკად სცემეს
საქართველო, თბილისი - 15:11 | 28.01.2018 ნანახია: 1753ტრანსგენდერი ქალის, მირანდა ფაღავას განცხადებით, დღეს, 28 იანვარს, გამთენიისას ვაკის პარკთან თავს დაესხნენ.
ფაღავა ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს და აქვეყნებს ფოტოსურათსაც, რომლებზეც ჩანს, რომ ის ნაცემია.
მისივე თქმით, თავდამსხმელმა წამაქცია, წიხლებს ურტყამდა გინებისა და ტრანსფობიური განცხადებების ფონზე.
,,დღეს გამთენიისას, დაახლოებით 04:00-დან 05:30-მდე, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაჩერე ტაქსი და შევედი მარკეტში,რათა ფული დამეხურდავებინატაქსის მძღოლისთვის მისაცემად, როგორც კი ტაქსიდან გადმოვედი იქვე, გვერდით მდგომი მანქანიდან ჩემთვის უცხო პირმა დამიძახა რომ ძალიან ლამაზი ვიყავი და მივსულიყავი მასთან, მე ყურადღება არ მივაქციე და შევედი მარკეტში, ცოტა ხანში ისიც შემომყვა და დაჟინებით მოითხოვდა რომ მას გავყოლოდი, რაზეც უარი ვუთხარი, გაბრაზდა და დაიწყო ყვირილი შენ ბიჭი ხარ თუ გოგოო?! მე ვუთხარი რომ მისი საქმე არ იყო ვინ ვიყავი და თავი დაენებებინა ჩემთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში საპატრულო პოლიციას გამოვიძახებდი, ჩანთიდან ამოვიღე ტელეფონი, რომელიც ვიცოდი, რომ დამჯდარი იყო, მაგრამ ვიფიქრე რომ შეეშინდებოდა როცა ყურზე მიდებულ ტელეფონს დაინახავდა და შემეშვებოდა, მარკეტის თანამშრომლებმაც მოუწოდეს, რომ თავი დაენებებინა ჩემთვის, ამასობაში მოლარემ ფული დამიხურდავა და გარეთ გამოვედი, ის კაციც გამომყვა და არ მომცა საშუალება ტაქსიში ჩავმჯდარიყავი, ვუთხარი რომ ტაქსის გადავიხდიდი და მივბრუნდებოდი, როცა გადავუხადე მოვბრუნდი, რადგან ამ პიროვნებამ მითხრა ჩემი მისამართი და დამემუქრა, რომ სახლში დამადგებოდა, მე მინდოდა, რომ სიტუაცია განმემუხტა, თუმცა როგორც კი მივუახლოვდი ეგრევე დამარტყა, მე მქონდა ცრემლსადენი გაზი, რომლის დასხმაც ვცადე თავდაცვის მიზნით, მაგრამ ავაცილე, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, მაღალქუსლიანები მეცვა, ის კი საკმაოდ ძლიერი და თან ნასვამიც იყო დიდი წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, წამაქცია და წიხლებს მირტყამდა გინებისა და ტრანსფობიური განცხადებების ფონზე, შემდეგ აიღო მარკეტის შესასვლელში მდგარი რკინის დაფა და რამდენჯერმე ჩამარტყა, ამასობაში მანქანიდან გადმოვიდა ტაქსის მძღოლი, რომელმაც მომიყვანა და მოძალადე შეაკავა, იქაურობას გავერიდე, სახე დასიებულ-დასისხლიანებულიმქონდა, ქუთუთოზე მაქვს ღია ჭრილობა, დაახლოებით 2-3 სმ. შიშისგან ვკანკალებდი და ვტიროდი, ტანსაცმელი შემოხეული მქონდა და იქვე მდგარი სადღეღამისო ჯიხურების გამყიდველებს ვთხოვდი პატრული და სასწრაფო დახმარება გამოეძახებინათ, თუმცა ყველამ უარი თქვა დახმარებაზე. დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით ვიყავი, როცა შევამჩნიე, რომ იმ მარკეტთან, სადაც ინციდენტი მოხდა გაჩერდა დაცვის პოლიციის მანქანა, ვინაიდან მე ძალა ბოლომდე გამოცლილი მქონდა და არ შემეძლო ჩემით მივსულიყავი იქამდე, მივედი ერთ-ერთ იქვე მდგომ ტაქსისთანდა ვთხოვე მივეყვანე, როცა ადგილზე მივედით და მანქანიდან გადმოვედი დაცვის თანამშრომლები უკვე მანქანაში სხდებოდნენ, როგორც კი მოძალადემ დამინახა ეგრევე გამოიქცა ჩემსკენ გინებით, ყვიროდა რომ მომკლავდა, მივედი დაცვის თანამშრომლებთან და ვთხოვე რეაგირება მოეხდინათ და დავეცავი მოძალადისგან, დამცინავი გამომეტყველებით მითხრეს რომ მათ კომპეტენციაში არ შედის ეს და გამომეძახებინა საპატრულო პოლიცია, დამტოვეს იქვე, შემდეგ ლიბერთი ბანკის შენობაში როგორ მოვხვდი არ მახსოვს, იქ გამოიძახეს პატრული და სასწრაფო, იქვე აღმომიჩინეს პირველადი დახმარება, საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი ვთქვი, რადგან ვიცოდი, რომ იქ ჰომოფობიურად განწყობილი ექიმები დამხვდებოდნენ, მე კიდევ მსგავსი სტრესის გადატანის ძალა არ მქონდა, პოლოციამ მოძალადე დააკავა, თუმცა შემდგომში რა რეაგირება მოჰყვება ამ საქმეს არ ვიცი, რადგან ხშირად მსგავსი ტიპის საქმეებს, რომლებშიც ლგბტ პირები ფიგურირებენ დაზარალებულის ამპლუაში არ იძიებენ, თვალზე მაქვს ღია ჭრილობა, რომლიდანაც სისხლი ახლაც მდის, საავადმყოფოში და განყოფილებაში დღისით ვგეგმავ მისვლას ადვოკატთან ერთად.
პ.ს. ამ ტექსტს ვაქვეყნებ მეგობრის დახმარებით, რომელიც დაწერაში დამეხმარა, ვინაიდან მარცხენა თავლით ვერ ვხედავ", - წერს ფაღავა სოციალურ ქსელში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა