ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ძალების მოქმედება ოპერაციის რაიონში

საქართველო, თბილისი - 11:56 | 20.11.2015
ნანახია: 1912

ავღანეთში, „ანჰენის“ ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების II ქვეითმა ოცეულმა ძალის დემონსტრირების მიზნით ოპერაცია ჩაატარა. ოპერაცია ჯავშანმანქანებით შემოვლას ითვალისწინებდა.

ეროვნული გვარდიის სამხედროებმა ავღანური საკონტროლო გამშვები პუნქტებიც მოინახულეს, სადაც ავღანელი სამხედრო მოსამსახურეების საწვავით მომარაგება განხორციელდა. უსაფრთხოების მდგომარეობისა და ადგილობრივი პრობლემების ინფორმაციის მიღების მიზნით გვარდიელები ავღანელ სამხედროებსაც გაესაუბრნენ.

ოპერაციაში 19 ქართველი სამხედრო მოსამსახურე და 4 ჯავშანმანქანა „მაქსპრო“ მონაწილეობდა. სწრაფი რეაგირების ოცეული ლოგისტიკურ საქმიანობას და ოპერაციის რაიონს  ყოველდღიურად აკონტროლებს.

ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების II  ქვეითი ოცეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოქტომბრიდან ჩაერთო. ქართული ოცეულის მთავარ ამოცანას შემთხვევის ადგილზე სწრაფი რეაგირება და ოპერაციის რაიონში საკონტროლო გამშვები პუნქტების ლოგისტიკური მომარაგება წარმოადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე