გადადგეს გომელაურის კლანი თავისი სპეცრაზმით - მალხაზ მაჩალიკაშვილი
საქართველო, თბილისი - 17:30 | 26.01.2018 ნანახია: 2200აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა და გადადგეს გომელაურის კლანი თავისი სპეცრაზმით, - აცხადებს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. ის პანკისის მოსახლეობის საგანგებო მიმართვას ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი შვილის უდანაშაულობა უნდა იქნეს აღიარებული.
„ჩემი მოთხოვნაა, რომ ჩემს შვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, მოშორდეს ეს ლაქა და დაღი, რომელიც დაადეს. აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. ასევე გადადგეს გომელაურის ეს კლანი თავისი სპეცრაზმით. მერე მთელი ეს ბანდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ის მთავარ პროკურორთან შეხვედრას და არსებულ კითხვებზე პასუხებს მოითხოვს. მისივე თქმით, ოჯახს ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებიდან არავინ დაკავშირებია.
როგორც ცნობილია, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუსის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრასაც ითხოვდა.
პანკისის ხეობის მოსახლეობამ დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში საგანგებო განცხადება გააკეთა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა მოითხოვა.
მათი განცხადებით, უმჯობესი იქნება შოთაძე პირადად ჩავიდეს ხეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროკურატურაში თავად გეგმავენ ჩასვლას.
უხუცესების განცხადებით, გამოძიება ჭიანურდება და არსებულ კითხვებს მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაეცეს პასუხი.
შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა დაუგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, 11 იანვარს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა