„ქართული ოცნების“ ყოფილ აქტივისტს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

საქართველო, თბილისი - 17:13 | 26.01.2018
ნანახია: 975

„ქართული ოცნების“ ყოფილ აქტივისტს, გოგიტა დალაქიშვილს, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენების მუხლით, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 

დალაქიშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, მას უკვე გადასცეს საქმის მასალები, მათ შორის, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. ირმა ჭკადუა საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან მას გაუთქმელობის შესახებ ხელწერილი დააწერინეს.

უფლებადამცველი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარ პოზიციას სასამართლოზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების განხილვის დროს დააფიქსირებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დალაქიშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც დამკვეთისგან უკანონოდ ჩაწერილი პირადი საუბრების საფასურს იღებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე