პანკისის ხეობის მოსახლეობა ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 16:49 | 26.01.2018
ნანახია: 1025

პანკისის ხეობის მოსახლეობამ დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში საგანგებო განცხადება გააკეთა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა მოითხოვა. 

მათი განცხადებით, უმჯობესი იქნება შოთაძე პირადად ჩავიდეს ხეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროკურატურაში თავად გეგმავენ ჩასვლას.

უხუცესების განცხადებით, გამოძიება ჭიანურდება და არსებულ კითხვებს მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაეცეს პასუხი. 

შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა დაუგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, 11 იანვარს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე