მურთაზ კიკორიას მეუღლესთან გაყრა 7 მილიონი ლარი დაუჯდება

საქართველო, თბილისი - 15:18 | 26.01.2018
ნანახია: 1793

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციების შევსებას შეუდგნენ.

საქართველოს ბანკის ყოფილ CEO-ს საჯარო სექტორში დაბრუნების შემდეგ ეს პროცედურა მეორედ უწევს  და დოკუმენტში ქორწინების ხელშეკრულებაც ჩნდება. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ქორწინების ხელშეკრულებით (22.03.2017) 7.3 მლნ-ის ვალდებულებას იღებს, თუმცა ხელშეკრულება მოკლევადიანია, ტრადიციული უვადოს ნაცვლად, რაც ქორწინების ამოწურვამდე პერიოდს გულისხმობს, კიკორია-კოღუაშვილის ხელშეკრულება 1-წლიანია.

მურთაზ კიკორიას  საბანკო  (თიბისი, ქართუ,საქართველოს ბანკი) ანგარიშებზე  ₾467 000 აქვს, მათ შორის სახელფასო ანგარიშზე ₾24 322 -ია. დეპოზიტი არ გაზრდია, 2.1 მლნ-ს  თიბისიში ინახავს, რაც წინა წლის ( 2016) დეკლარაციაშიც არის ასახული.

უძრავი და მოძრავი ქონებაც, ოჯახს, წინა წლებში აქვს შეძენილი, სულ ₾1.7 მლნ-ის, აქედან 1.2 მლნ-ად შეფასებულია ავტომობილი ( BMW).

ქვეყანაში და  მის ფარგლებს გარეთ საქმიანობით  მოგროვილი ოჯახის  ბიუჯეტი მხოლოდ მისი შემოსავლით შედგება, სულ 8 931 ლარია. 2/12/2016 -31/12/2016  პერიოდში მიღებული თანამდებობრივი სარგო, სებ-ის საბჭოს წევრის (₾6 204) და ვიცე-პრეზიდენტის (₾2 727).

წყარო: GBC




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე