სააპელაციო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

საქართველო, თბილისი - 14:46 | 26.01.2018
ნანახია: 885

სააპელაციო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

,,არ გამკვირვებია დღევანდელი გადაწყვეტილება. სასამართლო რომ დემოკრატიული ყოფილიყო, ჩემი მეუღლე დღეს თავისუფალი იქნებოდა. გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე, რომ მისი უდანაშაულობა დამტკიცდეს. თუ ჩემი მეუღლის ექსტრადირება მოხდება, იძულებული გავხდებით თურქეთში წავიდეთ. აქ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ, ამიტომაც მივმართეთ შესაბამის უწყებებს ლტოლვილის სტატუსისთვის," - განაცხადა ჩაბუქის მეუღლემ თაბუ ჩაბუქმა. 

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს და მას ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ედება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე