ბათუმის ზოოპარკში ცხოველების ნაწილი ექინოკოკით არის დაავადებული

საქართველო, თბილისი - 18:25 | 25.01.2018
ნანახია: 960

ბათუმის ზოოპარკში ცხოველების ნაწილი ექინოკოკით არის დაავადებული. ზოოპარკი დამთვალიერებლისთვის დაკეტილი არ არის. როგორც ხელმძღვანელობა აცხადებს, სტუმრებს საშიშროება არ ემუქრებათ , რადგან დაავადებული ცხოველები იზოლირებული არიან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ბათუმის ზოოპარკში 30-მდე ცხოველი დაიღუპა. სპეციალისტების დასკვნით, ეს არასათანადო პირობებმა გამოიწვია.

დასკვნის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს  "ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს", განყოფილების მაშინდელი უფროსი ამირან მურვანიძე. ის სამსახურში აღდგენას ითხოვს და აცხადებს, რომ უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრე თევზაძემ, ის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გაათავისუფლა. მურვანიძე 9 თვის ნაცდურისხელფასის ანაზღაურებასაც  ითხოვს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 24 იანვარს გამართულ სხდომაზე "ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს" ხელმძღვანელმა ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა, რომ ზოოპარკში ცხოველების დაავადება ამირან მურვანიძის არაკვალიფიციურობის ბრალია. 

პროცესზე ამირან მურვანიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ 2016 წლის დეკემბერში, 10 დღის განმავლობაში ცხოველები საკვების გარეშე იყვნენ დარჩენილები. მიზეზი კი დაგვიანებით ჩატარებული ტენდერის გახდა. ბრალს მოპასუხე მხარე არ ეთანხმება და ამბობს, რომ ინფორმაცია არაზუსტია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე