ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 17:07 | 25.01.2018
ნანახია: 1055

25 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4999 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5098 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.99 თეთრი შეადგინა. 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1034 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0971 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.63 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6676 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5671 ლარი ეღირება. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 26 იანვრიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე