სახალხო დამცველი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას ეხმიანება
საქართველო, თბილისი - 16:32 | 25.01.2018 ნანახია: 850საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ნარკოტიკების ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებული კანონის პროექტის განხილვა და მიღება მოხდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.
ომბუდსმენის განცხადებით, ნარკოტიკების მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია, შესაბამისად მის წინააღმდეგ საბრძოლველად არ უნდა გამოიყენებოდესმხოლოდ სისხლის სამართლებრივი მექანიზმები.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 23 იანვარს ბრალდებულ გ.გ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. იმავე დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია გ.გ.-ს მიერ შესაძლო სხვა დანაშაულში თანამონაწილეობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, სახალხო დამცველი მაინც საჭიროდ მიიჩნევს გამოეხმაუროს აღნიშნულ საქმეს.
სამწუხაროდ, არსებულმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ ვერ გამოიღო შედეგი და და ნაროკამოკიდებულება კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება საქართველოში, რასთან ბრძოლაც კომპლექსური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. არაერთ განცხადებაში და ანგარიშში აღუნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველს რეპრესიული კანონმდებლობის და პრაქტიკის შეცვლის აუცილებლობაზე ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელები, რომლებიც შეეხება მოქმედი ნარკოტესტირების მოდელის და ნარკოტიკების მომხარებლისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების არაკონსტიტუციურობას. იმედს ვიტოვებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, რადგან არსებითი განხილვა ორივე საქმეზე დასრულებულია.
ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გ.გ.-ს საქმე განსაკუთრებით პრობლემურად წარმოაჩენს მოქმედ მკაცრ და რეპრესიულ რეგულირებებს სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკებთან დაკავშირებით. გასაღების მიზნის გარეშე, 0,3726 გ შემცველობის ნივთიერების შეძენა შენახვის გამო განსაზღვრული პასუხისმგებლობა - რომლის მინიმალური ზღვარი არის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ზედმეტად მკაცრი და არაპროპორციული სასჯელია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აუხსნელი და გაუმართლებელია. თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მაშინ, როდესაც არ არსებობს სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ან გასაღების რისკი, აშკარად სასტიკ და არაადეკვატურ სასჯელს წარმოადგენს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მის ინდივიდუალურ წევრებს მოახდინონ საკითხის პრიორიტეტიზაცია და ნარკოტიკების ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებული კანონის პროექტის განხილვა და მიღება მოხდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. გარკვეული ქმედებების დეკრიმინალიზაციისა და პოლიტიკის ცვლილების პარალელურად, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება სამედიცინო სერვისების განვითარება, რისთვისაც შესაბამისი დრო იქნება საჭირო და აუცილებელია მალევე დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები.
სახალხო დამცველი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია ქვეყანამ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა განახორციელოს და სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაზე მეტად რესურსები რეაბილიტაციასა და მკურნალობისაკენ მიმართოს. ნარკოტიკების მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია, შესაბამისად მის წინააღმდეგ საბრძოლველად არ უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი მექანიზმები", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა