ავლაბარში მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

საქართველო, თბილისი - 13:47 | 25.01.2018
ნანახია: 832

თბილისში, ავლაბარში მოსახლეობა აცხადებს, რომ ახმეტის 14 ნომერში მიმდინარე სამშენებლო პროცესი მათ საცხოვრებელს საფრთხეს უქმნის, რადგან შენობები ავარიულია და სამუშაოების დაწყების შემდეგ მათ სახლებში ბზარებიც გაჩნდა.

მშენებელი კომპანია მოსახლეობას დაპირდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამუშაოები მათ საცხოვრებლებს დააზიანებს, კომპანია მშენებლობას შეწყვეტს.

მათივე განმარტებით, პროექტში არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ მომიჯნავე სახლების ტექნიკური მდგომარეობა მდგრადობაზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა შენობების სიახლოვეს გამაგრებით ხიმინჯებს მაინც დაამონტაჟებენ. 

ფოტო - imedinews.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე