ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 18:39 | 24.01.2018
ნანახია: 857

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 84-ე შეხვედრა გაიმართა. 

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ყველა ის მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს, რომელიც საოკუპაციო ხაზზე,მის მიმდებარე ტერიტორიაზე და რეგიონში 2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 24 იანვრამდე დაფიქსირდა.

შეხვედრაზე,განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2014 წელს, ოკუპირებულ ახალგორში გაუჩინარებული და მოგვიანებით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, დავით ბაშარულის საქმის გამჭვირვალე გამოძიების აუცილებლობის საკითხს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესით გამოწვეული პრობლემები და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხი.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2018 წლის 27 თებერვალს გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე