თბილისში არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან 1 000 ლარი და ტკბილეული მოიპარეს

საქართველო, თბილისი - 17:30 | 24.01.2018
ნანახია: 899

თბილისში, ისანში სურსათის მაღაზია გაქურდეს. 

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე არასრულწლოვანი მაღაზიაში ფანჯრიდან შევიდა. 

მათ მაღაზიიდან დაახლოებით ათასი ლარი და ტკბილეული მოიპარეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე