თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს, რუსეთის და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:11 | 24.01.2018
ნანახია: 1052

თურქეთის ქალაქ მარმარისში, სარიანის რაიონში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, პროსტიტუციის ბრალდებით სამართალდამცველებმა საქართველოს, რუსეთის და უზბეკეთის სამი მოქალაქე დააკავეს.

უზბეკეთის მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც მანამდე პროსტიტუციაში 7-ჯერ იყო შემჩნეული, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სასამართლომ მას ჯარიმის გადახდა დააკისრა.

სამივე ქალი საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებს გადასცეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე