პროკურატურა: თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმარი თეიმურაზ ჟღენტი უდანაშაულოდ ცნო
საქართველო, თბილისი - 18:37 | 23.01.2018 ნანახია: 904პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმარი თეიმურაზ ჟღენტი უდანაშაულოდ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2018 წლის 23 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ თეიმურაზ ჟღენტის მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
საქართველოს პროკურატურამ პოლიტპატიმრის განცხადების საფუძველზე აღნიშნულ საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა თეიმურაზ ჟღენტის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
2011 წლის მაისის თვეში თეიმურაზ ჟღენტი აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წინააღმდეგ გასამართი საპროტესტო აქციის მზადების და ორგანიზების პროცესში, რა მიზნითაც ახდენდა დაგეგმილი აქციების თაობაზე ისანი-სამგორის რაიონის მასშტაბით მოსახლეობის ინფორმირებას და მობილიზებას.
სწორედ მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო, აქციის ორგანიზებაში ხელშეშლის მიზნით, 2011 წლის 21 მაისს, თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე, პოლიციის თანამშრომლების მიერ უკანონოდ დაკავებულ იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სასურსათო მაღაზიისკენ მიმავალი თეიმურაზ ჟღენტი, რომელსაც ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი, რითაც ეს უკანასკნელი თითქოს გადაადგილდებოდა.
ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიტიკური მოტივით დაკავებული თეიმურაზ ჟღენტი გასამართლებულ იქნა 2011 წლის 13 სექტემბერს და მას მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მან საპატიმრო დაწესებულება, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის იანვარში დატოვა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა.
ამრიგად, როგორც ახალი გამოძიების პროცესში, ასევე ხელახალი სასამართლო განხილვისას, მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პოლიტპატიმარ თეიმურაზ ჟღენტის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე მსჯავრდებული სრულად გაამართლა.
პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 52 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 15 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი“, აცხადებენ პროკურატურაში.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა