ველოდებით სახალხო დამცველის მოსვლას - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 18:35 | 23.01.2018
ნანახია: 906

,,თეთრი ხმაურის მოძრაობის" იურისტის, გიორგი მახარაძის ინფორმაციით, მას დღეს დაკავებულ ბექა წიქარიშვილთან და თორნიკე ბზიავასთან შეხვედრის უფლებას გაურკვეველი მიზეზით არ აძლევენ არ აძლევენ. 

მისივე თქმით, ამ წუთებში სასამართლოში სახალხო დამცველს მისვლას ელოდება. 

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის, იგივე "ბახალას" განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. რა დროსაც "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი ბექა წიქარიშვილი და რეჟისორი თორნიკე ბზიავა დააკავეს. 

თორნიკე ბზიავას ბრალი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი​თ ედება, ხოლო ბექა წიქარიშვილს, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის კოდექსით.

რაც შეეხება "ბახალას" ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე