თეა წულუკიანმა შალვა ნათელაშვილს სასამართლოში უჩივლა

საქართველო, თბილისი - 16:24 | 23.01.2018
ნანახია: 2898

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პატივისა და ღირსების შელახვისთვის შალვა ნათელაშვილს სასამართლოში უჩივლა.

ამ წუთებში, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება. 

„წულუკიანი თავისივე მონადქცეულ სასამართლოში არ ცხადდება, რათა დაამტკიცოს სარჩელის მართებულობა, რომ არ არის კორუმპირებული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, გამოცხადდეს პროცესზე, სადაც დავუმტკიცებ, რომ კანონსა და სამართალს ივანიშვილის მწვანე დოლარებზე ყიდის. პირველი სხდომა ჩატარდა, მოვითხოვეთ ქალბატონი წულუკიანის მოსვლა, მაგრამ მოსამართლემ უარი გვითხრა და წულუკიანმა მის წარმომადგენელი გამოგვიგზავნა, როგორც კი წულუკიანი მოვა მეც შევალ დარბაზში. წულუკიანმა ივანიშვილის ფულებით, სტრასბურგში იყიდა ბინა, მერე გაყიდა თუ ვიღაცაზე გადააფორმა, ვთქვით, რომ ის არის გაყიდული მინისტრი და სამართლასა და კანონს გაამრუდებს, მან ეს შეურაცხყოფად მიიღო და გვიჩივლა, პატივისა და ღირსების აღდგენას მოითხოვს“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე