დაკავებულია თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი - ხმაური საქალაქო სასამართლოში

საქართველო, თბილისი - 15:49 | 23.01.2018
ნანახია: 2745

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიორგი გიორგანაშვილის, ,,ბახალას" განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. 

ჩამსხვრეულია სასამართლოს შენობის შესასვლელი შუშა, დაკავებულია რეჟისორი თორნიკე ბზიავა და ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრი ბექა წიქარიშვილი. 

,,თორნიკემ ამ წამს გაიგო ,,ბახალას" განაჩენი და აღელდა. 8 წელი მიუსაჯეს  მეგობარს, ისიც ჩემს მსგავსად ესწრებოდა სასამართლოებს და ხვდება რომ ეს არასწორი, უსამართლო განაჩენია, შესაბამისად ის აღელდა.

მოგვიწოდეს დაგვეტოვებინა სასამართლოს შენობა და ეზოდან გავედით. 

გარეთ თორნიკეს არავისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა. რამდენიმე წუთში დაცვის ფორმაში ჩაცმული 4-5 პირი გამოვიდა და რომ ვიკითხეთ რაში იყო საქმე, შემოდით დროზეო გვითხრეს, თორნიკეს ხელი ჩაავლეს და უხეშად შეიყვანეს   შიგნით", - განაცხადა კახა კინწურაშვილმა. თორნიკე ბზიავა-ის სურათის შედეგი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე