უაქციზო სიგარეტის შენახვა, გადაზიდვა - რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 11:04 | 23.01.2018
ნანახია: 862

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქალაქ თბილისში და სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია  დიდი ოდენობით - ჯამში  3 050 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე