სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქებისას დაშავებულები ხაშურის საავადმყოფოში რჩებიან

საქართველო, თბილისი - 18:50 | 22.01.2018
ნანახია: 1098

ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობიზე მომხდარი აფეთქებისას დაშავებულები ხაშურის საავადმყოფოში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

მკურნალი ექიმების ინფორმაციით, ფირუზ გოგნაძე და ნიკოლოზ კაკიაშვილი განმეორებით კვლევას გადიან. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა ხოლო 61 წლის დავით მელქაძე კვლავ ექიმების ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

წინასწარი მონაცემებით, მას მოტეხილი აქვს ხელი, ასევე აქვს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და აღენიშნება ჭრილობა თავის არეში.

შეგახსენებთ, აფეთქება რკინიგზის გვირაბის მშენებლობაზე დღეს, 22 იანვარს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, სამივე მათგანი ოთხი დღის წინ გაფიცვაში მონაწილეობდა და სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე