დაგროვებითი პენსიის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია

საქართველო, თბილისი - 18:35 | 22.01.2018
ნანახია: 1102

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ბიუროს დღეს წარედგინა, 11 კანონპროექტისგან შედგება. 

კანონპროექტით დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა. პროექტი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს შექმნას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებს. კანონპროექტი აგრეთვე აწესრიგებს დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირებასთან, საპენსიო სქემაში გაწევრიანებასთან, დავების გადაწყვეტილებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

კანონპროექტი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ის ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც დასაქმებული არიან სამოქალაქო და შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე