სააკაშვილის დაცვის მხარემ მოსამართლეების აცილება მოითხოვა

საქართველო, თბილისი - 17:37 | 22.01.2018
ნანახია: 876

კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხზე სხდომა გადაწყვეტილების გამოცხადების გარეშე დასრულდა.

კიევის სააპელაციო  სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საქმე შეეხება სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობას მოსამართლეთა კოლეგიის აცილების შესახებ. 

სასამართლომ განიხილა უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის აპელაცია 3 იანვარს კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე.

ამგვარად, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის კიევის ოლქის სამმართველოს აპელაციის განხილვა დროებით გადაიდო.

გადაწყვეტილება ახლა საკასაციო ინსტანციამ უნდა მიიღოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე