ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, პარლამენტში კონსულტაციები გაიმართა

საქართველო, თბილისი - 17:18 | 22.01.2018
ნანახია: 942

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, ნარკოპოლიტიკის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარ თემას ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებული კანონმდებლობის საკითხები წარმოადგენდა.

შეხვედრას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეფორმასთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის კონსულტაციები დაწყებულია. ნარკოპოლიტიკის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამედიცინო და აკადემიურ წრეებთან, ასევე დაინტერესებულ მხარეებთანაც გაიმართება.

აღინიშნა, რომ რეფორმის მომზადების პროცესში მათი ჩართულობა პრევენციის, მკურნალობის, რეაბილიტაციის და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მხრივ აუცილებელი და მნიშვნელოვანია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე