ობამას უფროსი ქალიშვილი ბოიფრენდთან ერთად შენიშნეს

საქართველო, თბილისი - 16:53 | 22.01.2018
ნანახია: 1581

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას უფროსი ქალიშვილი მალია ბოიფრენდთან ერთად სეირნობდა. მათი სეირნობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. გოგონას საკმაოდ დემოკრატიულად ეცვა. Urban Outfitters-ის 69 დოლარის ღირებულების კაბა და  Dr. Martens-ის ფეხსაცმელი. ამის შესახებ წერს Footwear News-ი. 19 წლის მალია ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტია.

ამერიკული პრესის ცნობით, მალია რორი ფარკუარსონს  2017 წლის ნოემბრიდან ხვდება.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ახალი  ფოტო ნეგატიურად მიიღეს. ზოგიერთმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის ქალიშვილს საშინელი გემოვნება აქვს მამაკაცების არჩევასთან დაკავშირებით.

 „შერეული ქორწინებები მამაკაცებისა და ქალებისთვის ცუდია, შვილები შენი რასის ქალისგან უნდა გყავდეს“, - წერენ მომხმარებლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე