აზერბაიჯანის სუს-ის მიერ დაკავებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეა

საქართველო, თბილისი - 16:46 | 22.01.2018
ნანახია: 826

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომლებმაც 2017 წელს ქვეყნიდან კონტრაბანდული გზით 80 მილიონ დოლარზე მეტი, 5 მილიარდ რუბლზე მეტი და 248 ათას ევროზე მეტი თანხა გაიტანეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიები ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი დანაშაულებრივ ჯგუფში ერთ-ერთი წევრი საქართველოს, სამი აზერბაიჯანის და კიდევ სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

ისინი ე.წ. შავ ბაზარზე" ვალუტის ალტერნატიული რეალიზებით იყვნენ დაკავებულები. უწყების ცნობით, ჯგუფის დანაშაულებრივი ქმედება აღიკვეთა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე