ქალაქ რუსთავთან ათობით ცხვრის ლეში იხრწნება

საქართველო, თბილისი - 15:49 | 22.01.2018
ნანახია: 1651

ქალაქ რუსთავთან, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან ათობით ცხვრის ლეში იხრწნება. დახოცილი ცხვრები იმ ფერმის თანამშრომლებმა დაყარეს, რომელიც აღნიშნული ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს.

ადგილზე უკვე მუშაობენ, როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები.

მათ დარღვევების შესახებ, შესაბამისი აქტი უკვე შეადგინეს.

არსებული ინფორმაციით, ფერმა უცხოელ ბიზნესმენებს ეკუთვნით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე