სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 14:35 | 22.01.2018
ნანახია: 1905

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირები ბრალდებულთა მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა უცვლელად დატოვა.

როგორც საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, მომხდარში მონაწილე აბსოლუტურად ყველა პირი იდენტიფიცირებულია. ცნობილია, რას აკეთებდნენ, როგორ მოქმედებდნენ და ვინ იყო აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში აქტიური.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტში მონაწილე  25 პირიდან, მხოლოდ ორია დაკავებული, კითხვაზე, რას აკეთებდა დანარჩენი 23 პირი, პროკურორი პასუხობს, რომ აღნიშნული სასამართლო სხდომაზე იქნება გამოკვლეული.

„დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც შედეგად მოჰყვა ორი არასრულწლოვნის გარდაცვალება, ბრალდებულებმა განახორციელეს, დაზიანება აქვს ერთ პირს მიყენებული, თუ  რა გარემოში რა პირობებში და ვის მიერ მოხდა აღნიშნულის განხორციელება ამ კუთხით გამოძიება მიმდინარეობს და გამოყოფილია ცალკე სისხლის სამართლის საქმე“, - განაცხადა პროკურორმა. 

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განმარტებით,  დაცვის მხარემ ბრალდების მტკიცებულებების კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დართვას დათანხმდა, რადგან ეს ჭეშმარიტების დადგენას შეუწყობს ხელს.

"მიგვაჩნია რომ ეს ხელს შეუწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. ამ ეტაპზე, მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა მიგვაჩნია რომ ეს მტკიცებულებები დაცვის მხარის პოზიციას არანაირად არ აზიანებს. შეიძლება, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ეს მათ პოზიციას ამტკიცებს, თუმცა ჩვენი აზრით, ეს მტკიცებულებები მხოლოდ და მხოლოდ დაცვის მხარის პოზიციას ადასტურებს", - აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე