ბაღდათის მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

საქართველო, თბილისი - 14:45 | 22.01.2018
ნანახია: 844

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფლების მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. 

ისინი ერთმანეთს გრაფიკის დარღვევაში და საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. არსებული ინფორმაციით, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

ბაღდათის მერიაში კი აცხადებენ, რომ ისინი კერძო დავაში ვერ ჩაერევიან.

„ეს გახლავთ კერძო სამართლის იურიდიული პირი, ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელმაც თვითონ უნდა უზრუნველყოს მოცემული პირობების შესაბამისად მგზავრთა გადაადგილება,“ - განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოგლაძემ.

ფოტო: imedinews.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე