ახმეტაში 41 წლის მამაკაცს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 13:50 | 22.01.2018
ნანახია: 1318

ახმეტაში გაუჩინარებულ 41 წლის მამაკაცს სარწყავ არხში ეძებენ. სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამუკა ძებნიაური 19 იანვრის შემდეგ აღარავის უნახავს.

დაკარგულს პოლიცია ორი დღის განმავლობაში ეძებდა, ამჯერად კი, ძებნის ოპერაციაში სამაშველო ჯგუფები და ადგილობრივები ჩაერთნენ. მაშველებმა 4 კილომეტრამდე სიგრძის ტერიტორია უკვე შეამოწმეს, მათ შორის, ერთი საირიგაციო გვირაბიც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე