სოფელ ქვეშის მოსახლეობა რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს

საქართველო, თბილისი - 16:41 | 19.11.2015
ნანახია: 1576

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშიში ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის გზის დაგება, ასევე,კიუვეტებისა და სარწყავი არხების მოწყობა.

პროექტის დაწყებამდე გზა მთლიანად ამორტიზირებული იყო, რაც ხელს უშლიდა მოსახლეობის უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 300 ათასი ლარია.

აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე