თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 09:05 | 22.01.2018
ნანახია: 816

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, სააკაძის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ამ დროისათვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება 117-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე