WLKY News 31 წლის დავით კანდელაკის მკვლელობაზე (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:58 | 21.01.2018
ნანახია: 1705

აშშ-ში, კენტუკის შტატში, ქართველი ექიმი, 31 წლის დავით კანდელაკი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მისი და კიდევ ერთი მამაკაცის ცხედრებს პოლიციამ ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიაკვლია.

ქართველის გაუჩინარების შესახებ მისმა მეუღლემ პოლიციაში მას შემდეგ განაცხადა, რაც ქმარი მას წინასწარ დაგეგმილ ადგილას არ შეხვდა. 

პოლიციამ უკვე დაკითხვა კანდელაკის მეგობრები, ოჯახის წევრები და თანამშრომლები.

მიმდინარეობს გამოძიება. 

იხილეთ ვიდეო




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე