აფრინის რაიონიდან, სადაც თურქეთი სამხედრო ოპერაციის დაწყებას აპირებს, რუსეთს ჯარები გაჰყავს

საქართველო, თბილისი - 18:30 | 19.01.2018
ნანახია: 999

სირიის იმ რაიონიდან, სადაც თურქეთი სამხედრო ოპერაციის დაწყებას აპირებს, რუსეთს ჯარები გაჰყავს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იტყობინება.

საუბარია აფრინის რაიონზე, რომლის საზღვრებთანაც თურქეთი სამხედრო ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციას ახდენს. სააგენტოს ინფორმაციით, რუსული კონტინგენტი, რომელიც სოფელ კაფერ ჯენინთან იყო განთავსებული, რაიონს ეტაპობრივად ტოვებს. ისინი ბაშარ ასადის მიერ კონტროლირებად ნიუბილისა და ზაჰრის რაიონებში გადადიან.

თურქული მხარის ინფორმაციით, აფრინში ქურთისტანის შრომის პარტიისა და დემოკრატიული კავშირის 10 ათასამდე მებრძოლი იმყოფება, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად აცხადებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე