სიმსივნის დიაგნოზის დასმა სისხლის საერთო ანალიზის საშუალებით გახდება შესაძლებელი

საქართველო, თბილისი - 17:17 | 19.01.2018
ნანახია: 2434

სიმსივნის დიაგნოზის დასმა სისხლის საერთო ანალიზის საშუალებით გახდება შესაძლებელი.

ანალიზი, რომელსაც CancerSEEK-ი ჰქვია, ცვლილებებს 16 გენში ეძებს, რომლებიც სიმსივნის არსებობის შემთხვევაში მომატებულია. ტესტი 1 005 პაციენტზე გამოსცადეს, რომლებსაც საკვერცხეების, ღვიძლის, ფილტვის, მუცლის, საყლაპავი მილის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის ან მკერდის სიმსივნე ჰქონდათ.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გუნდის ინფორმაციით, კვლევის მონაწილეთა 70 პროცენტს ონკოლოგიური დაავადება დაუდასტურა. ტესტი 800 ჯანმრთელ ადამიანსაც ჩაუტარეს და ტესტმა ცდომილება მხოლოდ ერთ შემთხვევაში აჩვენა.

ამ ტესტის საშუალებით იმის განსაზღვრა, რომელი ორგანოა დაავადებული ამ ეტაპზე შეუძლებელია, ამიტომ დადებითი პასუხის შემთხვევაში, დამატებითი დიაგნოსტიკის ჩატარებაა აუცილებელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე