მინსკში ქართველი კანონიერი ქურდები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:51 | 19.01.2018
ნანახია: 1170

მინსკში 2 ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს. ამის შესახებ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

კრიმინალური ავტორიტეტები გელა ქარდავა და სულიკო შარიქაძე დედაქალაქის აეროპორტში აიყვანეს.

ქარდავა დაკავებისას ყალბი რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. ის ბელარუსის გავლით სტამბოლში აპირებდა ჩასვლას, სადაც კანონიერი ქურდების შეკრებას უნდა დასწრებოდა.

შარიქაძე კი მინსკში რეგისტრაციის გარეშე იმყოფებოდა. ბელარუსში ის ასევე რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე