2017 წელს, ე.წ. საზღვრის დამრღვევებმა 827 000 რუბლი გადაიხადეს - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

საქართველო, თბილისი - 15:49 | 19.01.2018
ნანახია: 1549

2017 წელს, საერთო ჯამში, ე.წ. საზღვრის დამრღვევებმა 827 000 რუსული რუბლი გადაიხადეს, რის შემდეგაც მათ „რესპუბლიკის“ ტერიტორია დაატოვებინეს, - ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.

ინფორმაციის თანახმად, ე.წ. მესაზღვრეებმა 2017 წლის განმავლობაში დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით 514 ადამიანი დააკავეს.

მათი ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი შარშანდელს დაახლოებით 11%-ით ჩამოუვარდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე